გადაწყვეტილება N 183 შ.პ.ს.”თრიალეთი”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 183 / 2

გამოქვეყნების თარიღი მარტი 30, 2001

მიღების თარიღი მარტი 30, 2001

  შ.პ.ს.”თრიალეთი”-ს  კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში  სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „თრიალეთი”-ს (რეგისტრირებული ქარელის რაიონის სასამართლოს 1995 წლის  18 დეკემბრის  N53/4-6  დადგენილებით): ლიცენზია N 45 გაცემული 26.10.94წ.- მოქმედების ვადა ხუთი (5) წელი.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა.

ლიცენზიის საგანი: ტელერადიომაუწყებლობა პირველ სატელევიზიო არხზე, სიმძლავრით 100 ვატი, 231,25 მგჰც და 237, 75 მგჰც-ზე სიმძლავრით 100 ვატამდე, რადიო არხი 69, 720 მგჰც-ზე სიმძლავრით 20 ვატი (ქ. ქარელი).

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე                                              ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები