გადაწყვეტილება N 184 შ.პ.ს.”თრიალეთი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარების და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 184 / 5

გამოქვეყნების თარიღი მარტი 30, 2001

მიღების თარიღი მარტი 30, 2001

  შ.პ.ს.”თრიალეთი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარების და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში  სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „თრიალეთი” (რეგისტრირებული ქარელის რაიონის სასამართლოს 1995 წლის  18 დეკემბრის  N53/4-6  დადგენილებით):

ლიცენზია N 45 გაცემული 26.10.94წ.- მოქმედების ვადა ხუთი (5) წელი.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა.

ლიცენზიის საგანი: ტელერადიომაუწყებლობა პირველ სატელევიზიო არხზე, სიმძლავრით 100 ვატი, 231,25 მგჰც და 237, 75 მგჰც-ზე სიმძლავრით 100 ვატამდე, რადიო არხი 69, 720 მგჰც-ზე სიმძლავრით 20 ვატი (ქ. ქარელი).

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები