გადაწყვეტილება N 185 სახელმწიფოთაშორისო ტელერადიოკომპანია ”მირ”-ის კუთვნილი ლიცენზიების მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 185 / 2

გამოქვეყნების თარიღი მარტი 30, 2001

მიღების თარიღი მარტი 30, 2001

  სახელმწიფოთაშორისო ტელერადიოკომპანია ”მირ”-ის კუთვნილი ლიცენზიების მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში   სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 მუხლის შესაბამისად 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მოდიფიცირებულ იქნეს სახელმწიფოთაშორისო ტელერადიოკომპანია ”მირ”-ის (რეგისტრირებული ქ. თბილისის კრწანისის   რაიონის სასამართლოს 1995 წლის 26 ოქტომბრის  N06/5-04  დადგენილებით):

 ლიცენზია N  858 გაცემული 23.02.99წ.- მოქმედების ვადა 25.06.2000 წ.

ლიცენზიის სახე: თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: ტელერადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი: მიწისზედა თანამგზავრული სადგურის მეშვეობით ტელე-რადიო პროგრამების გავრცელება 14265 მგჰც გადაცემაზე და 11465 მგჰც მიღებაზე სიხშირეების გამოყენებით.

ლიცენზია N 1019 გაცემული 26.07.99წ.- მოქმედების ვადა 25.06.2000 წ.

ლიცენზიის სახე: თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით.

ლიცენზიის საგანი: ინტერნეტ-სერვის პროვაიდერობა.

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები