გადაწყვეტილება N 186 სახელმწიფოთაშორისო ტელერადიოკომპანია “ მირ”-ის ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 186 / 5

გამოქვეყნების თარიღი მარტი 30, 2001

მიღების თარიღი მარტი 30, 2001

  სახელმწიფოთაშორისო ტელერადიოკომპანია „ მირ”-ის ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში  სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში  სახელმწიფოთაშორისო ტელერადიოკომპანია ”მირ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის კრწანისის   რაიონის სასამართლოს 1995 წლის 26 ოქტომბრის  N06/5-04  დადგენილებით):

 ლიცენზია N  858 გაცემული 23.02.99წ.- მოქმედების ვადა 25.06.2000 წ.

ლიცენზიის სახე: თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: ტელერადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი: მიწისზედა თანამგზავრული სადგურის მეშვეობით ტელე-რადიო პროგრამების გავრცელება 14265 მგჰც გადაცემაზე და 11465 მგჰც მიღებაზე სიხშირეების გამოყენებით.

ლიცენზია N 1019 გაცემული 26.07.99წ.- მოქმედების ვადა 25.06.2000 წ.

ლიცენზიის სახე: თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით.

ლიცენზიის საგანი: ინტერნეტ-სერვის პროვაიდერობა.

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები