გადაწყვეტილება N 19 შ.პ.ს.”პერკომი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 19 / 5

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 25, 2001

მიღების თარიღი იანვარი 25, 2001

შ.პ.ს.”პერკომი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში  გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის  54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პერკომი” (რეგისტრირებული ქ.თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 7 მაისის N4/4-432  დადგენილებით):

ა).ლიცენზია N 359 გაცემული 31.10.97წ. - მოქმედების ვადა 08.10.2002 წ.

ლიცენზიის სახე   - თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა - მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით

ლიცენზიის საგანი - მონაცემთა გადაცემის ქსელის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს:

-მონაცემთა გადაცემას, - ვიდეოკონფერენციას, -ხმოვანი სიგნალების გადაცემას.

ბ).ლიცენზია N 1188 გაცემული 29.09.99წ. - მოქმედების ვადა 17.09.2009 წ.

ლიცენზიის სახე - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა -  საეთერო ტელერადიომაუწყებლობა

ლიცენზიის საგანი - ციფრული მრავალარხიანი ტელე-რადიო სარეტრანსლაციო ქსელის მომსახურება

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს   გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის  თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები