გადაწყვეტილება N 194 შ.პ.ს.”რუსთავი 2”-ის ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 194 / 5

გამოქვეყნების თარიღი მარტი 30, 2001

მიღების თარიღი მარტი 30, 2001

  შ.პ.ს.”რუსთავი 2”-ის ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და  უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში  სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „რუსთავი 2” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საბურთალოს   რაიონის სასამართლოს 1996 წლის 27 აგვისტოს  N5ა/4-580  დადგენილებით):

ლიცენზია N 908 გაცემული 07.04.99წ. - მოქმედების ვადა 19.03.2004 წ.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა

ლიცენზიის საგანი: სატელევიზიო მაუწყებლობა მე-12 სატელევიზიო არხზე 1 კვტ-მდე სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (მეორადი გამოყენების უფლებით) (ქ. თბილისი)

ლიცენზია N 884 გაცემული 07.04.99წ. - მოქმედების ვადა 25.06.2000 წ.

ლიცენზიის სახე: თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: ტელერადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურებით მომსახურება

ლიცენზიის საგანი: ტელეკომპანია „მირ”-ის მიწისზედა თანამგზავრული სადგურის მეშვეობით ტელეპროგრამების გავრცელება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში 

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები