გადაწყვეტილება N 195 შ.პ.ს.”ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია”-ს კუთვნილი ლიცენზიების მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 195 / 2

გამოქვეყნების თარიღი მარტი 30, 2001

მიღების თარიღი მარტი 30, 2001

  შ.პ.ს.”ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია”-ს კუთვნილი ლიცენზიების მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში  სათანადო  მონაცემების შეტანის შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია”-ს (რეგისტრირებული ქ. რუსთავის  რაიონული სასამართლოს 1998 წლის 9 მარტის N9/4-360  დადგენილებით):

ლიცენზია N  474 გაცემული 17.04.98წ.- მოქმედების ვადა ხუთი (5) წ.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა.

ლიცენზიის საგანი: სატელევიზიო მაუწყებლობა მე-12 მეტრულ არხზე 50 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (ქ.ბოლნისი).

ლიცენზია N  475 გაცემული 17.04.98წ.- მოქმედების ვადა ხუთი (5) წ.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა.

ლიცენზიის საგანი: სატელევიზიო მაუწყებლობა მე-8 მეტრულ არხზე 100 ვტ სიმძლავრის გადამცემის მეორადი გამოყენებით (ქვემო ქართლის რეგიონი).

ლიცენზია N  476 გაცემული 17.04.98წ.- მოქმედების ვადა ხუთი (5) წ.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა.

ლიცენზიის საგანი: სატელევიზიო მაუწყებლობა 43-ე დეციმეტრული არხზე 100 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (ქ.მარნეული).

ლიცენზია N  477 გაცემული 17.04.98, მოქმედების ვადა ხუთი (5) წელი.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა.

ლიცენზიის საგანი: სატელევიზიო მაუწყებლობა 48-ე დეციმეტრული არხზე 100 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (ქ.გარდაბანი).

ლიცენზია N  478 გაცემული 17.04.98, მოქმედების ვადა ხუთი (5) წელი.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა.

ლიცენზიის საგანი: სატელევიზიო მაუწყებლობა 38-ე დეციმეტრულ არხზე 500 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (ქ.თბილისი).

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე                                                       ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები