გადაწყვეტილება N 196 შ.პ.ს.”ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 196 / 5

გამოქვეყნების თარიღი მარტი 30, 2001

მიღების თარიღი მარტი 30, 2001

  შ.პ.ს.”ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში  სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია” (რეგისტრირებული ქ. რუსთავის  რაიონული სასამართლოს 1998 წლის 9 მარტის N9/4-360  დადგენილებით):

 ლიცენზია N  474 გაცემული 17.04.98წ.- მოქმედების ვადა ხუთი (5) წ.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა.

ლიცენზიის საგანი: სატელევიზიო მაუწყებლობა მე-12 მეტრულ არხზე 50 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (ქ.ბოლნისი).

ლიცენზია N  475 გაცემული 17.04.98წ.- მოქმედების ვადა ხუთი (5) წ.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა.

ლიცენზიის საგანი: სატელევიზიო მაუწყებლობა მე-8 მეტრულ არხზე 100 ვტ სიმძლავრის გადამცემის მეორადი გამოყენებით (ქვემო ქართლის რეგიონი).

ლიცენზია N  476 გაცემული 17.04.98წ.- მოქმედების ვადა ხუთი (5) წ.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა.

ლიცენზიის საგანი: სატელევიზიო მაუწყებლობა 43-ე დეციმეტრული არხზე 100 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (ქ.მარნეული).

ლიცენზია N  477 გაცემული 17.04.98, მოქმედების ვადა ხუთი (5) წელი.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა.

ლიცენზიის საგანი: სატელევიზიო მაუწყებლობა 48-ე დეციმეტრული არხზე 100 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ( ქ.გარდაბანი).

ლიცენზია N  478 გაცემული 17.04.98, მოქმედების ვადა ხუთი (5) წელი.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა.

ლიცენზიის საგანი: სატელევიზიო მაუწყებლობა 38-ე დეციმეტრულ არხზე 500 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (ქ.თბილისი).

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები