გადაწყვეტილება N 197 შ.პ.ს.”თბილისი”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 197 / 2

გამოქვეყნების თარიღი მარტი 30, 2001

მიღების თარიღი მარტი 30, 2001

  შ.პ.ს.”თბილისი”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „თბილისი”-ს (რეგისტრირებული  ქ.თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 24  ივლისის N2/4-43  დადგენილებით):

ლიცენზია N  67 გაცემული 07.09.95წ.- მოქმედების ვადა ხუთი (5) წელი.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა.

ლიცენზიის საგანი: ტელემაუწყებლობა 58-ე სატელევიზიო არხზე (ქ. თბილისი).

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები