გადაწყვეტილება N 199 ს.პ.ს.”თვალი”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 199 / 2

გამოქვეყნების თარიღი მარტი 30, 2001

მიღების თარიღი მარტი 30, 2001

ს.პ.ს.”თვალი”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მოდიფიცირებულ იქნეს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება „თვალი”-ს (რეგისტრირებული საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 1995 წლის 9 ნოემბრის N50/2-3  დადგენილებით):

ლიცენზია N181 გაცემული 08.10.96წ. - მოქმედების ვადა სამი (3) წ.

ლიცენზიის სახე – სიხშირული სპექტრის გამოყენებით  მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა – საეთერო ტელერადიომაუწყებლობა.

ლიცენზიის საგანი –  ტელემაუწყებლობა 34-ე სატელევიზიო დეციმეტრულ არხზე გადამცემის სიმძლავრით 100 ვატი (ქ. საგარეჯო).

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე                                           ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები