გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობისათვის საქართველოში რადიოელექტრონული საშუალებების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 2 / 7

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2005

მიღების თარიღი იანვარი 25, 2001

    “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე          მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

 1.  მიეცეს ნებართვა გაერთიანებული ერების  ორგანიზაციის  ლტოლვილთა

        საქმეების  უმაღლესი  კომისრის  წარმომადგენლობას   საქართველოში      შემოიტანოს ქვეყნის  ტერიტორიაზე   რადიოელექტრონული საშუალებები, რომლებიც უკვე  დამონტაჟებულია   “ნისან პატრული”-ს    ტიპის  სამ  ავტომანქანაზე  ( ძარის   ნომრები:    JN1TCSY61ZO-505056;       JN1TCSY61ZO-505075    და      JN1TCSY61ZO-505086)  ჩამონათვალის მიხედვით:

                 1. CODAN 9360 HF Transceiver         - 3 ც.

                 2. Motorola GM300 VHF Mobile Radio   - 3 ც.

   2.  აღირიცხოს შემოტანილი რადიოელექტრონული საშუალებები, შესაბამის მონაცემთა  ბაზაში შეტანის მიზნით; 

 3.     კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს  თ.ძაგნიძეს.

 კომისიის თავმჯდომარე                   ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები