გადაწყვეტილება N 200 ს.პ.ს.”თვალი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 200 / 5

გამოქვეყნების თარიღი მარტი 30, 2001

მიღების თარიღი მარტი 30, 2001

  ს.პ.ს.”თვალი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება „თვალი”(რეგისტრირებული საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 1995 წლის 9 ნოემბრის N50/2-3  დადგენილებით):

ლიცენზია N181 გაცემული 08.10.96წ. - მოქმედების ვადა სამი (3) წ.

ლიცენზიის სახე – სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა – საეთერო ტელერადიომაუწყებლობა.

ლიცენზიის საგანი – ტელემაუწყებლობა 34-ე სატელევიზიო დეციმეტრულ არხზე   გადამცემის სიმძლავრით 100 ვატი (ქ. საგარეჯო).

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები