გადაწყვეტილება N 201 შ.პ.ს “მაგთიკომი“-სათვის საქართველოში რადიოელექტრონული საშუალებების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 201 / 7

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 03, 2001

მიღების თარიღი აპრილი 03, 2001

შ.პ.ს „მაგთიკომი„-სათვის საქართველოში რადიოელექტრონული საშუალებების

შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა შ.პ.ს „მაგთიკომს” შემოიტანოს ქვეყნის ტერიტორიაზე რადიოელექტრონული საშუალებები, მომწოდებელი ფირმის ”DMC” (ა.შ.შ.) წარმოდგენილ # # 18389, 18541, 18656, 19200 „ინვოის”-ებში” მითითებული  ჩამონათვალის მიხედვით.

2.აღირიცხოს შემოტანილი რადიოელექტრონული საშუალებები, შესაბამის მონაცემთა ბაზაში.

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს.

კომისიის თავმჯდომარე                                              ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები