გადაწყვეტილება N 202 შ.პ.ს.”მობილფონი“- სათვის საქართველოში მაღალსიხშირულ მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 202 / 7

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 06, 2001

მიღების თარიღი აპრილი 06, 2001

შ.პ.ს.”მობილფონი„- სათვის საქართველოში მაღალსიხშირულ მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა შ.პ.ს.”მობილფონ”-ს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე ფირმა MOTOROLA-ს მაღალსიხშირული მოწყობილობები 30/03/01-ით დათარიღებულ # 4015130 ფაქტურაში მოცემული ჩამონათვალის მიხედვით.

2.უზრუნველყოს შ.პ.ს. „მობილფონ”-მა მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანისთანავე სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა შესაბამის მონაცემთა ბაზაში მათი აღრიცხვისათვის.

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს.

კომისიის წევრი                                             დ.პატარაია

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები