გადაწყვეტილება N 204 შ.პ.ს.”საქაერონავიგაცია“-სათვის საქართველოში მაღალსიხშირულ მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 204 / 7

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 06, 2001

მიღების თარიღი აპრილი 06, 2001

შ.პ.ს.”საქაერონავიგაცია„-სათვის საქართველოში მაღალსიხშირულ მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა შ.პ.ს. ”საქაერონავიგაცია”-ს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე მაღალსიხშირული მოწყობილობები 2001/01/03-ით დათარიღებულ # 0004 ფაქტურაში მოცემული ჩამონათვალის მიხედვით.

2.უზრუნველყოს შ.პ.ს. „საქაერონავიგაცია”-მ მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანისთანავე სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა შესაბამის მონაცემთა ბაზაში მათი აღრიცხვისათვის.

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს.

კომისიის წევრი                                             დ.პატარაია

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები