გადაწყვეტილება N 205 საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის საქართველოში მაღალსიხშირულ მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 205 / 7

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 10, 2001

მიღების თარიღი აპრილი 10, 2001

საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის საქართველოში მაღალსიხშირულ მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე მაღალსიხშირული მოწყობილობები ჩამონათვალის მიხედვით.

ა). TR-86  H2 RUS

- 40 ც.

ბ). TR-7    H  RUS

- 10 ც.

2.უზრუნველყოს საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანისთანავე სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა შესაბამის მონაცემთა ბაზაში მათი აღრიცხვისათვის.

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს.

კომისიის თავმჯდომარე                                           ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები