გადაწყვეტილება N 207 ს/ს”ელექტროკავშირი”-ს კუთვნილი ლიცენზიების მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 207 / 2

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2001

მიღების თარიღი აპრილი 13, 2001

  ს/ს”ელექტროკავშირი”-ს კუთვნილი ლიცენზიების მოდიფიცირებისა და  უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მოდიფიცირებულ იქნეს ს/ს”ელექტროკავშირი”-ს (რეგისტრირებული ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 25 ივნისის N06/5-1 დადგენილებით):

ა). ლიცენზია N 247 გაცემული 14.03.97წ. - მოქმედების ვადა 04.07.05 წ.

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი: საქართველოს ტერიტორიაზე ელექტროკავშირის საშუალებების სატელეფონო (ადგილობრივი, საქალაქთაშორისო, საერთაშორისო) სატელეგრაფო კავშირების, ფაქსების, საქალაქთაშორისო სატელეფონო არხების საიჯარო, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სალაპარაკო პუნქტების მოწყობა და მომსახურება.

ბ). ლიცენზია N 846 გაცემული 02.99 წ. - მოქმედების ვადა 12.02.09 წ.

ლიცენზიის სახე: თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით.

ლიცენზიის საგანი: საერთაშორისო თანამგზავრული კავშირის მიწისზედა სისტემით მომსახურება.

გ). ლიცენზია N 849 გაცემული 02.99 წ. - მოქმედების ვადა 12.02.09 წ.

ლიცენზიის სახე: თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება თანამგზავრული სისტემემის გამოყენებით.

ლიცენზიის საგანი: საერთაშორისო და საქალაქთაშორისო სატელეფონო სადგურებით მომსახურება.

ლიცენზია N 849-ის დანართი: გამოეყო საერთაშორისო და საქალაქთაშორისო სადგურისათვის შეღწევადობის კოდი 8-16.

დ). ლიცენზია N 934 გაცემული 09.05.99 წ. - მოქმედების ვადა 12.02.09 წ.

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი: ოპტიკურ ბოჭკოვანი საკაბელო ქსელებით მომსახურება

ე). ლიცენზია N 949 გაცემული 09.05.99წ.- მოქმედების ვადა 23.04.09 წ.

ლიცენზიის სახე: თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით.

ლიცენზიის საგანი: მონაცემთა გადაცემის ქსელის მომსახურება.

 2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

 3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები