გადაწყვეტილება N 21 შ.პ.ს.”კოლხეთი 89”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 21 / 2

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 02, 2001

მიღების თარიღი თებერვალი 02, 2001

შ.პ.ს.”კოლხეთი 89”-ს   კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში  სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის  39-ე მუხლის შესაბამისად 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კოლხეთი 89”-ს (რეგისტრირებული ჩხოროწყუს რაიონის სასამართლოს 1995 წლის 25  დეკემბრის N64/04—02  დადგენილებით):

ლიცენზია N 1195 გაცემული 22.09.99წ. -  მოქმედების ვადა 17.09.2009 წ.

ლიცენზიის სახე - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა - საეთერო ტელერადიომაუწყებლობა

ლიცენზიის საგანი - ტელემაუწყებლობა მე-4 სატელევიზიო არხზე (ქ.ჩხოროწუ)

2.ლიცენზიის განსაკუთრებულ პირობებში სატელევიზიო მაუწყებლობა განესაზღვროს 10 ვატი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 მუხლის მე-2 პუქტის საფუძველზე.

3.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს   გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის  თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები