გადაწყვეტილება N 214 შ.პ.ს. რადიოკომპანია”საქართველოს ხმა”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 214 / 5

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2001

მიღების თარიღი აპრილი 13, 2001

  შ.პ.ს. რადიოკომპანია”საქართველოს ხმა”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება რადიოკომპანია„საქართველოს ხმა” (რეგისტრირებული ქ.თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1996 წლის 27 აგვისტოს N 5ა/4-573 დადგენილებით):

ლიცენზია N 706 გაცემული 31.07.98 წ. - მოქმედების ვადა 29.07.03 წ.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა.

ლიცენზიის საგანი: რადიომაუწყებლობა 107,9 მგჰც სიხშირისა და 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები