გადაწყვეტილება N 215 შ.პ.ს. ტელეკომპანია”საქართველოს ხმა”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 215 / 2

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2001

მიღების თარიღი აპრილი 13, 2001

  შ.პ.ს. ტელეკომპანია”საქართველოს ხმა”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ტელეკომპანია”საქართველოს ხმა”-ს (რეგისტრირებული ქ.თბილისის  საბურთალოს  რაიონის სასამართლოს 1996 წლის 27 აგვისტოს N5ა/4-571  დადგენილებით):

ლიცენზია N 705 გაცემული 31.07.98 წ. - მოქმედების ვადა 29.07.03 წ.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა.

ლიცენზიის საგანი: სატელევიზიო მაუწყებლობა 50-ე  დეციმეტრულ  არხზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით(ქ.თბილისი და  მიმდებარე ტერიტორია).

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე:                                             ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები