გადაწყვეტილება N 219 შ.პ.ს.”იმერვიზია”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 219 / 2

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2001

მიღების თარიღი აპრილი 13, 2001

შ.პ.ს.”იმერვიზია”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და  უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „იმერვიზია”-ს (რეგისტრირებული ქ.ჭიათურის სასამართლოს 1998 წლის 7 აპრილის N13/4-110 დადგენილებით):

ლიცენზია N 981 გაცემული 24.06.99 წ. - მოქმედების ვადა 17.06.2001 წ.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა.

ლიცენზიის საგანი: ტელემაუწყებლობის ორგანიზება ქ.ჭიათურაში მე-3 სატელევიზიო არხზე, ტელეცენტრთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თავისუფალი საეთერო დროის გამოყენებით.

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები