გადაწყვეტილება N 221 შ.პ.ს. ”გვირგვინი”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 221 / 2

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2001

მიღების თარიღი აპრილი 13, 2001

  შ.პ.ს. ”გვირგვინი”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და  უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „გვირგვინი”-ს (რეგისტრირებული მცხეთის რაიონის სასამართლოს 1996წლის 29 ნოემბრის N46/4-97 დადგენილებით):

 ლიცენზია N 324 გაცემული 07.05.98 წ. - მოქმედების ვადა სამი (3) წ.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა.

ლიცენზიის საგანი: სატელევიზიო მაუწყებლობა პირველ მეტრულ არხზე 10 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (მცხეთის რ-ნი სოფ. მუხრანი).

2.მოდიფიცირებულ იქნეს N 324 ლიცენზია საკუთარი განცხადების თანახმად და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე განსაკუთრებული პირობებით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა განესაზღვროს 2001 წლის 1 მაისამდე. 

3.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები