გადაწყვეტილება N 222 შ.პ.ს.” გვირგვინი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2001
მიღების თარიღი აპრილი 13, 2001
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „გვირგვინი” (რეგისტრირებული მცხეთის რაიონის სასამართლოს 1996წლის 29 ნოემბრის N46/4-97 დადგენილებით):
ლიცენზია N 324 გაცემული 07.05.98 წ. - მოქმედების ვადა სამი (3) წ.
ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.
ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა.
ლიცენზიის საგანი: სატელევიზიო მაუწყებლობა პირველ მეტრულ არხზე 10 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (მცხეთის რ-ნი სოფ. მუხრანი).
2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;
3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე.