გადაწყვეტილება N 223 საქართველოს საპატრიარქოს რადიო”ივერია”-ს კუთვნილი ლიცენზიების მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 223 / 2

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2001

მიღების თარიღი აპრილი 13, 2001

  საქართველოს საპატრიარქოს რადიო”ივერია”-ს კუთვნილი ლიცენზიების მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მოდიფიცირებულ იქნეს საქართველოს საპატრიარქოს რადიო”ივერია”-ს:

ა). ლიცენზია N 953 გაცემული 26.05.99 წ. - მოქმედების ვადა ხუთი (5)   წ.

ლიცენზიის სახე - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა - საეთერო ტელერადიომაუწყებლობა.

ლიცენზიის საგანი - სეზონური რადიომაუწყებლობა მოკლეტალღოვან დიაპაზონში შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით: სამუშაო სიხშირე – 11930 კჰც, გადამცემის სიმძლავრე 500 ვტ საპატრიარქოს შენობაში განთავსებით; ანტენის სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 40 მეტრი, გასხივებული სიგნალის მიმართულება ჩრდილოეთი და სამხრეთი  (ქ. თბილისი).

ბ). ლიცენზია N 996 გაცემული 12.07.99 წ. - მოქმედების ვადა ხუთი (5) წ.

ლიცენზიის სახე - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა - საეთერო ტელერადიომაუწყებლობა.

ლიცენზიის საგანი - რადიომაუწყებლობა 105,4 მგჰც სიხშირეზე, ფუნიკულიორის პლატოზე შ/ს სამინისტროს კუთვნილი ანძიდან 500 ვატის სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (ქ.თბილისი).

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე                                           ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები