გადაწყვეტილება N 224 საქართველოს საპატრიარქოს რადიო”ივერია”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 224 / 5

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2001

მიღების თარიღი აპრილი 13, 2001

  საქართველოს საპატრიარქოს რადიო”ივერია”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში საქართველოს საპატრიარქოს რადიო”ივერია”:

ა). ლიცენზია N 953 გაცემული 26.05.99 წ. - მოქმედების ვადა ხუთი (5)   წ.

ლიცენზიის სახე - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა - საეთერო ტელერადიომაუწყებლობა.

ლიცენზიის საგანი - სეზონური რადიომაუწყებლობა მოკლეტალღოვან დიაპაზონში შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით: სამუშაო სიხშირე – 11930 კჰც, გადამცემის სიმძლავრე 500 ვტ საპატრიარქოს შენობაში განთავსებით; ანტენის სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 40 მეტრი, გასხივებული სიგნალის მიმართულება ჩრდილოეთი და სამხრეთი  (ქ. თბილისი).

ბ). ლიცენზია N 996 გაცემული 12.07.99 წ. - მოქმედების ვადა ხუთი (5)   წ.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა.

ლიცენზიის საგანი: რადიომაუწყებლობა 105,4 მგჰც სიხშირეზე, ფუნიკულიორის პლატოზე შ/ს სამინისტროს კუთვნილი ანძიდან 500 ვატის სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (ქ.თბილისი).

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები