გადაწყვეტილება N 225 შ.პ.ს.” პეიჯინგ-1”-ის კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 225 / 2

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2001

მიღების თარიღი აპრილი 13, 2001

  შ.პ.ს.” პეიჯინგ-1”-ის კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 მუხლის შესაბამისად

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პეიჯინგ-1”-ს (რეგისტრირებული ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 18 იანვრის N4/4-274  დადგენილებით):

ლიცენზია N 117 გაცემული 18.03.96 წ. - მოქმედების ვადა ხუთი (5) წ.

ლიცენზიის სახე - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა - პეიჯინგური სისტემით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი - პეიჯინგური სისტემით მომსახურება შემდეგი სიხშირეების გამოყენებით: 150-151 მგჰც 4 სიხშირე, 406-407 მგჰც 4 სიხშირე, სიმძლავრე, გადამცემის სიმძლავრე - 300 ვატი.

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები