გადაწყვეტილება N 226 შ.პ.ს.” პეიჯინგ-1”-ის ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 226 / 5

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2001

მიღების თარიღი აპრილი 13, 2001

  შ.პ.ს.” პეიჯინგ-1”-ის ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

  1.გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პეიჯინგ-1” (რეგისტრირებული ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 18 იანვრის N4/4-274  დადგენილებით):

ლიცენზია N 117 გაცემული 18.03.96 წ. - მოქმედების ვადა ხუთი (5) წ.

ლიცენზიის სახე - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა - პეიჯინგური სისტემით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი -  პეიჯინგური სისტემით მომსახურება შემდეგი სიხშირეების გამოყენებით: 150-151 მგჰც 4 სიხშირე, 406-407 მგჰც 4 სიხშირე, სიმძლავრე, გადამცემის სიმძლავრე - 300 ვატი.

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები