გადაწყვეტილება N 227 შ.პ.ს.” ზაგტელი”-ს კუთვნილი ლიცენზიების მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 227 / 2

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2001

მიღების თარიღი აპრილი 13, 2001

  შ.პ.ს.” ზაგტელი”-ს კუთვნილი ლიცენზიების მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

  1.მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ზაგტელი”-ს (რეგისტრირებული ქ.რუსთავის სასამართლოს 1999 წლის 15 სექტემბრის N9/4-492 დადგენილებით):

ა). ლიცენზია N 1157 გაცემული 09.99 წ. - მოქმედების ვადა 17.09.09 წ.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი: რადიო-სატელეფონო ქსელით მომსახურება 1910-1920 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში.

ბ). ლიცენზია N 1160 გაცემული 09.99 წ. - მოქმედების ვადა 17.09.09 წ.

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშრისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი: ადგილობრივი სატელეფონო ქსელით მომსახურება.

გ). ლიცენზია N 1164 გაცემული 09.99 წ. - მოქმედების ვადა 17.09.09 წ.

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშრისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი: მონაცემთა გადაცემის ქსელით მომსახურება.

2.მოდიფიცირებულ იქნეს NN 1157,1160 და 1164 ლიცენზიები  საკუთარი განცხადების თანახმად და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე განსაკუთრებული პირობებით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა განესაზღვროს 2001 წლის 31 დეკემბრამდე.

3.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები