გადაწყვეტილება N 228 შ.პ.ს.” ზაგტელი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 228 / 5

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2001

მიღების თარიღი აპრილი 13, 2001

  შ.პ.ს.” ზაგტელი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

  1.გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ზაგტელი” (რეგისტრირებული ქ.რუსთავის სასამართლოს 1999 წლის 15 სექტემბრის N9/4-492 დადგენილებით):

ა).ლიცენზია N 1157 გაცემული 09.99 წ. - მოქმედების ვადა 17.09.09 წ.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი: რადიო-სატელეფონო ქსელით მომსახურება 1910-1920 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში.

ბ).ლიცენზია N 1160 გაცემული 09.99 წ. - მოქმედების ვადა 17.09.09 წ.

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშრისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი: ადგილობრივი სატელეფონო ქსელით მომსახურება.

გ).ლიცენზია N 1164 გაცემული 09.99 წ. - მოქმედების ვადა 17.09.09 წ.

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშრისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი: მონაცემთა გადაცემის ქსელით მომსახურება.

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები