გადაწყვეტილება N 229 შ.პ.ს.ახალგაზრდული რადიოკომპანია”105”-ის კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2001
მიღების თარიღი აპრილი 13, 2001
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 მუხლის შესაბამისად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება-ახალგაზრდული რადიოკომპანია”105”-ის (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 22 დეკემბრის N2/4-284 დადგენილებით):ლიცენზია N 1116 გაცემული 12.08.99 წ. - მოქმედების ვადა 03.08.2004 წ.
ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.
ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა.
ლიცენზიის საგანი: რადიო მაუწყებლობა 105,0 მგჰც სიხშირისა და 100 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (ქ. თბილისი.)
2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;
3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე.