გადაწყვეტილება N 23 შ.პ.ს.”ძველი ქალაქი”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებბბ

ნომერი: 23 / 2

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 02, 2001

მიღების თარიღი თებერვალი 02, 2001

შ.პ.ს.”ძველი ქალაქი”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის  39-ე  მუხლის შესაბამისად 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ძველი ქალაქი”-ს (რეგისტრირებული ქ.ქუთაისის სასამართლოს 1995 წლის 14   ივლისის N12/4—23  დადგენილებით):

ლიცენზია N 1117 გაცემული 13.09.99წ. - მოქმედების ვადა 03.08.2004 წ.

ლიცენზიის სახე - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა - საეთერო ტელერადიომაუწყებლობა

ლიცენზიის საგანი - რადიო მაუწყებლობა 107,9 მგჰც სიხშირის და 100 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (მეორადი გამოყენების უფლებით) 

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს   გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის  თავმჯდომარე:

ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები