გადაწყვეტილება N 232 შ.პ.ს.”რეზონანსი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 232 / 5

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2001

მიღების თარიღი აპრილი 13, 2001

  შ.პ.ს.”რეზონანსი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „რეზონანსი” (რეგისტრირებული ქ.თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1996წლის 27 სექტემბრის N2/4-958 დადგენილებით):

ა). ლიცენზია N 562 გაცემული 05.06.98 წ. - მოქმედების ვადა 20.05.02   წ.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა.

ლიცენზიის საგანი: რადიო მაუწყებლობა 101,4 მგჰც  სიხშირეზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (ქ. თბილისი).

ბ). ლიცენზია N 756 გაცემული 01.12.98 წ. - მოქმედების ვადა 13.11.99 წ.

ლიცენზიის სახე: საფოსტო კავშირით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო გზავნილების მიღებით, გაგზავნით და დატარებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი: მოსახლეობის და ორგანიზაციების უზრუნველყოფა კორესპონდენციების (წერილები, ღია ბარათები) მიტანით – ქ.თბილისში წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები