გადაწყვეტილება N 234 შ.პ.ს.”სანეტი”-ს კუთვნილი ლიცენზიების მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 234 / 2

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2001

მიღების თარიღი აპრილი 13, 2001

  შ.პ.ს.”სანეტი”-ს კუთვნილი ლიცენზიების მოდიფიცირებისა და  უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სანეტი”-ს (რეგისტრირებული ქ.თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 13 აგვისტოს N4/4-582  დადგენილებით):

ლიცენზია N 351 გაცემული 16.10.97 წ. - მოქმედების ვადა 15.09.00   წ.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის მიწისზედა ქსელით მომსახურება სიხშირეების გამოყენებით.

ლიცენზიის საგანი: საქართველოს ტერიტორიაზე ციფრული რადიო სამოდემო ქსელის შექმნა 2432-2453 მგჰც და 2454-2476 მგჰც დიაპაზონის გამოყენებით.

ლიცენზია N 352 გაცემული 16.10.97 წ. - მოქმედების ვადა 15.09.00   წ.

ლიცენზიის სახე: თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა:  მონაცემთა გადაცემის და ინტერნეტის ქსელით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით.

ლიცენზიის საგანი: თბილისში მიწისზედა თანამგზავრული სადგურის ექსპლუატაცია 6037,5575 მგჰც-გადაცემაზე და 3713,3450 მგჰც მიღებაზე სამუშაო სიხშირეების გამოყენებით.

ლიცენზია N 382 გაცემული 30.12.97 წ. - მოქმედების ვადა 23.12.00   წ.

 ლიცენზიის სახე:  ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა:  მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურება.

 2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები