გადაწყვეტილება N 235 შ.პ.ს.”სანეტი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2001
მიღების თარიღი აპრილი 13, 2001
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სანეტი” (რეგისტრირებული ქ.თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 13 აგვისტოს N4/4-582 დადგენილებით):
ა). ლიცენზია N 351 გაცემული 16.10.97 წ. - მოქმედების ვადა 15.09.00 წ.
ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.
ლიცენზიის სახეობა: მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის მიწისზედა ქსელით მომსახურება სიხშირეების გამოყენებით.
ლიცენზიის საგანი: საქართველოს ტერიტორიაზე ციფრული რადიო სამოდემო ქსელის შექმნა 2432-2453 მგჰც და 2454-2476 მგჰც დიაპაზონის გამოყენებით.
ბ). ლიცენზია N 352 გაცემული 16.10.97 წ. - მოქმედების ვადა 15.09.00 წ.
ლიცენზიის სახე: თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება.
ლიცენზიის სახეობა: მონაცემთა გადაცემის და ინტერნეტის ქსელით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით.
ლიცენზიის საგანი: თბილისში მიწისზედა თანამგზავრული სადგურის ექსპლუატაცია 6037,5575 მგჰც-გადაცემაზე და 3713,3450 მგჰც მიღებაზე სამუშაო სიხშირეების გამოყენებით.
გ). ლიცენზია N 382 გაცემული 30.12.97 წ. - მოქმედების ვადა 23.12.00 წ.
ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება.
ლიცენზიის სახეობა: მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურება.
2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;
3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე.