გადაწყვეტილება N 236 შ.პ.ს. “აი თი ეს” ტრანსკავკასიას კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2001
მიღების თარიღი აპრილი 13, 2001
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 მუხლის შესაბამისად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „აი თი ეს” ტრანსკავკასიას (რეგისტრირებული ქ.თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 3 ოქტომბრის N5/4-906 დადგენილებით):
ლიცენზია N 764 გაცემული01.02.99წ.- მოქმედების ვადა 13.11.99 წ.
ლიცენზიის სახე: საფოსტო კავშირით მომსახურება.
ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო გზავნილების მიღებით, გაგზავნით და დატარებით მომსახურება.
ლიცენზიის საგანი: საფოსტო ამანათებისა და საფოსტო ტვირთის გადაზიდვა.
2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;
3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე.