გადაწყვეტილება N 237 შ.პ.ს. “აი თი ეს”ტრანსკავკასიას ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 237 / 5

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2001

მიღების თარიღი აპრილი 13, 2001

  შ.პ.ს. „აი თი ეს”ტრანსკავკასიას ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „აი თი ეს” ტრანსკავკასია (რეგისტრირებული ქ.თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 3  ოქტომბრის N5/4-906  დადგენილებით):

ლიცენზია N 764 გაცემული01.02.99წ.- მოქმედების ვადა 13.11.99 წ.

ლიცენზიის სახე: საფოსტო კავშირით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო გზავნილების მიღებით, გაგზავნით და დატარებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი: საფოსტო  ამანათებისა და საფოსტო ტვირთის გადაზიდვა.

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები