გადაწყვეტილება N 238 შ.პ.ს.”სამეგრელო”-ს კუთვნილი ლიცენზიების მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 238 / 2

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2001

მიღების თარიღი აპრილი 13, 2001

  შ.პ.ს.”სამეგრელო”-ს კუთვნილი ლიცენზიების მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სამეგრელო”-ს (რეგისტრირებული ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 21 მარტის N14/4-447 დადგენილებით): 

ა).ლიცენზია N 419 გაცემული 27.03.98წ. -  მოქმედების ვადა 06.02.2001 წ.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა.

ლიცენზიის საგანი:  ტელემაუწყებლობის ორგანიზება ქ.ზუგდიდში 21-ე სატელევიზიო არხზე 200 ვატი სიმძლავრის გამოყენებით.

ბ).ლიცენზია  N 420 გაცემული 27.03.98წ. -  მოქმედების ვადა 06.02.2001 წ.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა.

ლიცენზიის საგანი:  ტელემაუწყებლობის ორგანიზება ქ.სენაკში 30-ე სატელევიზიო არხზე 200 ვატი სიმძლავრის გამოყენებით.

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები