გადაწყვეტილება N 24 შ.პ.ს.”ძველი ქალაქი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისდა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 24 / 5

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 02, 2001

მიღების თარიღი თებერვალი 02, 2001

შ.პ.ს.”ძველი ქალაქი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში  გატარებისდა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმაი კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის  54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად  კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ძველი ქალაქი” (რეგისტრირებული ქ.ქუთაისის სასამართლოს 1995 წლის 14   ივლისის N12/4—23  დადგენილებით):

ლიცენზია N 1117 გაცემული 13.09.99წ. - მოქმედების ვადა 03.08.2004 წ.

ლიცენზიის სახე - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა - საეთერო ტელერადიომაუწყებლობა

ლიცენზიის საგანი - რადიო მაუწყებლობა 107,9 მგჰც სიხშირის და 100 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (მეორადი გამოყენების უფლებით) 

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს   გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის  თავმჯდომარე:

ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები