გადაწყვეტილება N 242 შ.პ.ს.”იუპიეს(საქართველო)”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2001
მიღების თარიღი აპრილი 13, 2001
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 მუხლის შესაბამისად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „იუპიეს(საქართველო)”-ს (რეგისტრირებული ქ. თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 17 მარტის N7/4-685 დადგენილებით):
ლიცენზია N 570 გაცემული 02.06.98 წ. - მოქმედების ვადა ორი (2) წ.
ლიცენზიის სახე: საფოსტო კავშირით მომსახურება.
ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო გზავნილების მიღებით, გაგზავნით და დატარებით მომსახურება.
ლიცენზიის საგანი: საფოსტო-საკურიერო გადაზიდვების საქმიანობა (ტვირთის მიღება, დამუშავება, ტრანსპორტირება (გაგზავნა-მიღება) და ჩაბარება).
2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;
3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე.