გადაწყვეტილება N 243 შ.პ.ს.”იუპიეს(საქართველო)”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 243 / 5

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2001

მიღების თარიღი აპრილი 13, 2001

  შ.პ.ს.”იუპიეს(საქართველო)”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „იუპიეს(საქართველო)” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 17 მარტის N7/4-685  დადგენილებით):

ლიცენზია N 570 გაცემული 02.06.98 წ. - მოქმედების ვადა ორი (2) წ.

ლიცენზიის სახე: საფოსტო კავშირით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო გზავნილების მიღებით, გაგზავნით და დატარებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი: საფოსტო-საკურიერო გადაზიდვების საქმიანობა (ტვირთის მიღება, დამუშავება, ტრანსპორტირება (გაგზავნა-მიღება) და ჩაბარება).

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები