გადაწყვეტილება N 248 “GEORGIAN PIPELINE COMPANY“- ისათვის საქართველოში სატელიტური ტელეფონების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 248 / 7

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2001

მიღების თარიღი აპრილი 13, 2001

„GEORGIAN PIPELINE COMPANY„- ისათვის საქართველოში სატელიტური ტელეფონების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად 

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა„GEORGIAN PIPELINE COMPANY„-ს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე „EMSAT”-ის სტანდარტის, 02.02.2001-ით დათარიღებულ  #1598/1 ფაქტურაში მითითებული NEC.MT.S2. 6 (ექვსი) სატელიტური ტელეფონი, სერიული ნომრების ჩამონათვალის მიხედვით:

83777936;  83775430;  83757309;

83760680;  83774340;   83768017. 

2.ეთხოვოს „GEORGIAN PIPELINE COMPANY”-ს წერილობით აცნობოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სატელიტური ტელეფონების შემოტანის ასევე საქართველოდან გატანის შესახებ.

3.აღირიცხოს შემოტანილი ტელეფონები მონაცემთა ბაზაში;

4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს.

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები