გადაწყვეტილება N 25 შ.პ.ს.”პირველი სტერეო”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 25 / 2

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 02, 2001

მიღების თარიღი თებერვალი 02, 2001

შ.პ.ს.”პირველი სტერეო”-ს  კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში   სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის  39-ე  მუხლის შესაბამისად 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.დიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პირველი სტერეო”-ს (რეგისტრირებული ქ.თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1997 წლის 18 აგვისტოს N5ა/4—1303  დადგენილებით):

ლიცენზია N  325 გაცემული 09.97წ. -  მოქმედების ვადა სამი (3) წელი.

ლიცენზიის სახე - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა - საეთერო ტელერადიომაუწყებლობა

ლიცენზიის საგანი - მე-40 დეციმეტრული სატელევიზიო არხი 10 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს   გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის  თავმჯდომარე:

ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები