გადაწყვეტილება N 250 შ.პ.ს.”რიონი”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 250 / 2

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 20, 2001

მიღების თარიღი აპრილი 20, 2001

  შ.პ.ს.”რიონი”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „რიონი”-ს (რეგისტრირებული ქ.ქუთაისის სასამართლოს 1995 წლის 18 მაისის N12/4-10 დადგენილებით):

ლიცენზია N 251 გაცემული 20.03.97წ. - მოქმედების ვადა სამი (3) წ.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა.

ლიცენზიის საგანი:

1) სატელევიზიო მაუწყებლობა 31-ე  დეციმეტრულ არხზე 200 ვტ სიმძლავრის სატელევიზიო გადამცემის გამოყენებით(ქ. ქუთაისი და მიმდებარე რაიონები).

2) რადიო მაუწყებლობა 105,500 მგჰც სამუშაო სიხშირეზე  500 ვტ სიმძლავრის  გადამცემის გამოყენებით (ქ. ქუთაისი და მიმდებარე რაიონები).

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები