გადაწყვეტილება N 252 შ.პ.ს.”კარიბჭე”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 252 / 2

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 20, 2001

მიღების თარიღი აპრილი 20, 2001

  შ.პ.ს.”კარიბჭე”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კარიბჭე”-ს (რეგისტრირებული ქ.თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 30 აპრილის N1ა/4-396  დადგენილებით):

ლიცენზია N  1103 გაცემული 11.08.99წ.- მოქმედების ვადა 20.07.2001 წელი.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა.

ლიცენზიის საგანი: ტელემაუწყებლობა თავისუფალი საეთერო დროის გამოყენებით (ქ.თბილისი).

2.სატელევიზიო არხის ტექნიკური პარამეტრები დაზუსტდეს კომისიის მიერ;

3.მოდიფიცირებულ იქნეს N 1103 ლიცენზია საკუთარი განცხადების თანახმად და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე განსაკუთრებული პირობებით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა განესაზღვროს 2001 წლის 1 ივლისამდე;

4.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები