გადაწყვეტილება N 253 შ.პ.ს.”კარიბჭე”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 253 / 5

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 20, 2001

მიღების თარიღი აპრილი 20, 2001

  შ.პ.ს.”კარიბჭე”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კარიბჭე” (რეგისტრირებული ქ.თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 30 აპრილის N1ა/4-396  დადგენილებით):

ლიცენზია N  1103 გაცემული 11.08.99წ.- მოქმედების ვადა 20.07.2001 წელი.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა.

ლიცენზიის საგანი: ტელემაუწყებლობა თავისუფალი საეთერო დროის გამოყენებით (ქ.თბილისი).

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები