გადაწყვეტილება N 254 შ.პ.ს.”ფორტე-უნივერსალი”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 254 / 2

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 20, 2001

მიღების თარიღი აპრილი 20, 2001

   შ.პ.ს.”ფორტე-უნივერსალი”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391  მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მოდიფიცირებულ იქნეს შ.პ.ს.”ფორტე-უნივერსალი”-ს (რეგისტრირებული ქ.თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 16 აპრილის N4/4-410 დადგენილებით):

ლიცენზია N 59 გაცემული 02.06.1995 წელს. 

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით  საქმიანობა.

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა.

ლიცენზიის საგანი: სატელევიზიო მაუწყებლობა 22-ე დეციმეტრულ არხზე, 1კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (ქ.თბილისი და მიმდებარე ტერიტორია).

2.სატელევიზიო არხის ტექნიკური პარამეტრები დაზუსტდეს კომისიის მიერ.

3.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები