გადაწყვეტილება N 258 საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობის მთავარ სამმართველოსათვის დროებითგატანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 258 / 7

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 20, 2001

მიღების თარიღი აპრილი 20, 2001

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობის მთავარ სამმართველოსათვის დროებითგატანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობის მთავარ სამმართველოს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე დროებით გატანილი, ავტომობილზე დამონტაჟებული მაღალსიხშირული  მოწყობილობა

ა) რადიოსარელეო სადგური     რ - 415

ბ) ავტომობილი გაზ – 66, ძარა # 065225,     სახელმწიფო # AS 0071

2.უზრუნველყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობის მთავარმა სამმართველომ საქართველოდან დროებით გატანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს.

კომისიის თავმჯდომარე                                           ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები