გადაწყვეტილება N 261 შ.პ.ს. “მანტექს-ტელეკომი”-სათვის მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 20, 2001
მიღების თარიღი აპრილი 20, 2001
შ.პ.ს. „მანტექს-ტელეკომი”-სათვის მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის
საკაბელო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტისა და 36-ე მუხლის 2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ლიცენზია შ.პ.ს. „მანტექს-ტელეკომს” მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურებაზე (თან ერთვის):
ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურება;
2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;
3.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება;
4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკური სამსახურის უფროსს მ. გოთოშიას.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე