გადაწყვეტილება N 262 ს/ს “გლობალ ერთი”-სათვის მიწისზედა თანამგზავრული სადგურის ექსპლუატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 262 / 7

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 20, 2001

მიღების თარიღი აპრილი 20, 2001

ს/ს „გლობალ ერთი”-სათვის მიწისზედა თანამგზავრული სადგურის

ექსპლუატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა ს/ს „გლობალ ერთს” რკინიგზის დეპარტამენტში დამონტაჟებული Hughes Network Systems-ის მიწისზედა თანამგზავრული სადგურის ექსპლუატაციაზე;

2.აღირიცხოს ს/ს „გლობალ ერთის” ექსპლუატაციაში შესული მიწისზედა თანამგზავრული სადგური შესაბამის მონაცემთა ბაზაში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს.

კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები