გადაწყვეტილება N 264 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 264 / 5

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 27, 2001

მიღების თარიღი აპრილი 27, 2001

   საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

გადაწყვიტა:

1.გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში საქართველოს მეცნიერებათა აკადემია (რომლის სტატუსიც განსაზღვრულია  1999 წლის 22 ივნისის „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ” საქართველოს კანონის  საფუძველზე ):

ლიცენზია N 738 გაცემული 31.08.98 წ. - მოქმედების ვადა 29.04.03 წ.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის მიწისზედა ქსელით მომსახურება სიხშირეების გამოყენებით.

ლიცენზიის საგანი: ციფრული-სამოდემო ქსელით მომსახურება 2412; 2427 მგჰც სამუშაო სიხშირეების მეორადი გამოყენების უფლებით (ე.ი. ხელშეშლების წარმოქმნის შემთხვევაში პრეტენზიების წამოყენების უფლების გარეშე) 1 ვტ-მდე სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები